26 მაისს ყველაფერი ისე იქნება, როგორც არის დაგეგმილი, იქნება მსვლელობაც. იქნება მიტინგიც, - ასეთია "ოპოზიციის ალიანსი" პასუხი ხელისუფლებას.
როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ დღეს, 26 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მისწერა, რომ არ რთავენ ნებას, რომ რუსთაველის გამზირზე ან სცენა ააწყონ, ან საავტომობილო გზა დაიკავონ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ აღნოშნულ დღეებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იქნებიან საქართველოში და მათ დასანახადაც ხდება რაღაც.
"ჩვენი უფლებების რეალიზაციაზე უარის თქმას არ ვაპირებთ. ის, რომ ქოცი მოგვწერს მის მიერ გამოგონილ შეზღუდვებს, ეგ ვერ გაგვაჩერბს ვერც ერთ შემთხვევაში. მთავარი, რაც მინდა ვთქვა - 26 მაისს იქნება ყველაფერი ისე, როგორც არის დაგეგმილი უკვე ორი თვეა, როგორც იცის ხალხმა. იქნება მსვლელობაც რუსთაველამდე ვაკიდან, იქნება მიტინგიც. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იქნებიან მაგ დღეებში სწორედ საქართველოში. მათ დასანახადაც ხდება რაღაცები ახლა. ასევე თუ არ მეშლება რუბიო ამ დღეებში იქნება ერევანში, სწორედ იმ დღეებში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და არ იქნება საქართველოში იმის გამო, რომ საქართველოში "ქართული ოცნებაა" და არის რეჟიმი. ამიტომ, ყველა თვალსაზრისით, ჩენ ხელი უნდა შევუშალოთ "ოცნების" ანტიდასავლურ კურსს", - აცხადებს ნიკა გვარამია.
"კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი წევრი, თენგო თევზაძე მერიისგან მიღებულ პასუხს ხელისუფლების შიშით ხსნის. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ახლა ბევრი ადამიანის ქუჩაში გამოსვლის ეშინია.
"31 მარტს დაანონსდა 26 მაისის აქცია. თუ მათ რაიმე მსგავსი ჰქონდათ გადაწყვეტილი, მათ უნდა ეთქვათ წინასწარ. ახლა რომ შეშინებულები არიან, დამფრთხალები და იციან, რომ ბევრი ადამიანი გამოვა და თითქოს აქციის აკრძალვას თუ შეზღუდვას აპირებენ, ამას ვერ დავემორჩილებით. ეს მარში აუცილებლად გამოვა", - აცხადებს თენგო თევზაძე.