უკრაინის თავდაცვის ძალებმა 23 მაისის ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე და ოკუპირებულ რეგიონებში არაერთ მნიშვნელოვან ობიექტზე დარტყმებო მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამიზნეებს შორის იყო კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის ტერმინალი „შესხარისი“ და ნოვოროსიისკის რაიონში ნავთობის გადამტვირთავი ბაზა „გრუშოვა“.
გარდა ამისა, შავი ზღვის აკვატორიაში დარტყმა მიაყენეს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების ბაზირების არეალს; დადასტურებულია ტანკერ CHRYSALIS-ის დაზიანება.
გენშტაბის ინფორმაციით, ასევე დაზიანდა საკომუნიკაციო კვანძები ლუჰანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ლოგისტიკური საწყობი ზაპოროჟიეს რეგიონში და საბრძოლო მასალების საწყობი დონეცკის ოლქში.
ნავთობბაზა „გრუშოვა“ წარმოადგენს „შესხარისის“ კომპლექსის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს და სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს რეზერვუარულ ობიექტს.
მისი საერთო ტევადობა დაახლოებით 1,2–1,4 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
.