უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს ესაუბრა აშშ-სთან მიმდინარე დიპლომატიური მუშაობის მდგომარეობაზე.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, საუბრის დროს მხარეებმა მომავალი კვირის შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წინ პოზიციები შეათანხმეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში თანამშრომლობა ძლიერი დარჩეს და ახლა არსებობს. თანამშრომლობის ახალი პერსპექტივებიც. ასევე განვიხილეთ ამერიკასთან და ევროპელ პარტნიორებთანმიმდინარე დიპლომატიური მუშაობის მდგომარეობა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად იგრძნობა, როგორ იძლევა შედეგს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და სხვა სახის ზეწოლის ერთობლივი ეფექტი.
მანამდე სტუბმა განაცხადა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა შეიცვალა და უფრო მეტად ეკონომიკაზე გახდა ორიენტირებული.
მისივე შეფასებით, ევროპას საბოლოოდ მოუწევს რუსულ ხელმძღვანელობასთან დიალოგის აღდგენა, ხოლო ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეესაბამება აშშ-ის პოლიტიკა რუსეთისა და უკრაინის მიმართ ევროპის ინტერესებს.