რეჟიმს არ აქვს იმის უნარი, თუნდაც ნახევარი ნაბიჯი გადადგას, იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი შეირიგოს. ეს არის ძალიან დიდი სისუსტე და ნიშანი იმის, რამდენად ახლოს არის რეჟიმი დასრულებასთან, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქში მიმდინარე შაბათის ტრადიციულ მარშზე "ტვ პირველს" განუცხადა.
"ყველა მარში სინდისის პატიმრების თავისუფლების მოთოვნისაა - ეს არის ჩვენი პირველი მოთხოვნა. არავის ავიწყდება, რომ ეს მოთხოვნა დგას როგორც პირველი პრიორიტეტი და ასე დარჩება იამდე, სანამ სინდისის პატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმი ისეთ დღეშია, რომ ვერ ელევა ვერცერთს. ანდროს და სხვა ბიჭების სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესები რომ ავიღოთ 18 თვე უკვე არიან ციხეში და გადაწყვეტილება, რომ უკვე გაეთავისუფლებინათ, ძალიან მარტივი იქნებოდა - ეს გადაწყვეტილებაც ვერ მიიღეს. ბოლოს, მწერალი, ზვიად რატიანი დასაჯონ კიდევ უფრო დასაჯეს გაურკვეველი მიზეზის გამო. ახალგაზრდა ბავშვს - საბა ჯიქიას მიუსაჯეს 4,5 წელიწადი. აქაც არაფრის გამო და არავინ იცის რატომ. ეს ყველაფერი იმ სისუსტის და შიშის ნიშანია. ამ რეჟიმს არ აქვს იმის უნარი, თუნდაც ნახევარი ნაბიჯი გადადგას, იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი შეირიგოს. ეს არის ძალიან დიდი სისუსტე და ნიშანი იმის, რამდენად ახლოს არის რეჟიმი დასრულებასთან", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.