პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების იდეას და აცხადებს, რომ კიევმა უნდა გაიაროს სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი.
ამის შესახებ სიკორსკიმ RMF24-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს მომავალი უნგრეთის პრემიერის, პეტერ მადიარის პოზიციაზე, რომელიც ასევე არ უჭერს მხარს უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში.
სიკორსკიმ განაცხადა, რომ პეტერ მადიარის პოზიცია პოლონეთის პოზიციას ემთხვევა და უკრაინამ უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც თავის დროზე პოლონეთმა გაიარა.
„ის [მადიარი] ამბობს იმას, რაც ჩვენი პოზიციაც არის. ევროკომისიას გაუჩნდა იდეა დაჩქარებული წევრობის შესახებ. ეს არ მოხდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს ყველა პირობა, როგორც ეს ჩვენ მოგვიწია. და რა თქმა უნდა, იქნება რთული მოლაპარაკებების ნაწილები, როგორიცაა სოფლის მეურნეობა ან ტრანსპორტი“, — განაცხადა პოლონეთის მინისტრმა.