თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წითელი ხაზები ირანის მიმართ ომის დასრულების მოთხოვნებში უცვლელი დარჩა.
ამის შესახებ პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იუწყება Reuters.
ლევიტმა აღნიშნა, რომ ამჯერად ირანმა „უფრო გონივრული“ გეგმა წარადგინა,10- პუნქტიანთან შედარებით, რომელიც შეერთებული შტატებისთვის მიუღებელი იყო.
„პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს, რომ ახალი, განახლებული გეგმა წარმოადგენს სამუშაო საფუძველს, რათა წარიმართოს მოლაპარაკებები ჩვენი 15-პუნქტიანი წინადადების შესაბამისად“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
პრეზიდენტის წითელი ხაზები, განსაკუთრებით ირანის ურანის გამდიდრების პროგრამასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა. იდეა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ოდესმე დათანხმდება ირანთან დაკავშირებული „სურვილების სიას“, როგორც შეთანხმებას, სრულიად აბსურდულია“, - განაცხადა ლევიტმა.