კიევზე რუსეთის მიერ დრონებით დღისით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სოლომენსკის რაიონში საოფისე შენობა დაზიანდა. თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
კლიჩკოს თქმით, საოფისე შენობაზე დრონის მოხვედრის შედეგად დაზიანდა შენობის ფასადი და ჩაიმსხვრა ფანჯრები.
მერის თავდაპირველი ინფორმაციით, საოფისე შენობის მიმდებარე ავტოსადგომზე, სადაც დრონი ჩამოვარდა, ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სამი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ასევე, დაშავდა შვიდი ადამიანი.
მოგვიანებით კლიჩკომ განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.
ავტოსადგომზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.