ირანმა დუბაის სანაპიროთან სრულად დატვირთულ ნავთობტანკერს იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ზღვაში ნავთობის გაჟონვა არ დაფიქსირებულა.
ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
თავდასხმა ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Al-Salmi-ზე მოხდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობა დროულად შეძლეს. ნავთობის გაჟონვისა და ეკიპაჟის წევრების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მედიის ცნობით, ირანმა ტანკერზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს თუ არ გახსნის, ის მის ენერგეტიკულ სადგურებსა და ნავთობის ჭაბურღილებს გაანადგურებს.