უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იორდანიის მეფე აბდულა II-მ უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობის საკითხი, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული საერთო ვითარება განიხილეს.
„უკრაინა ღიაა დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვის ერთობლივი მუშაობისთვის. ჩვენივე გამოცდილებიდან ვიცით, რომ ერთიანი სისტემის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სრულად დაცვა“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას ასეთი სისტემა აქვს, რადგან ის იძულებულია სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს მოიგერიოს რუსეთის მუდმივი თავდასხმები, მათ შორის ირანული დრონების გამოყენებით განხორციელებული იერიშები.
„და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვისაც ჩვენს ექსპერტიზას ვთავაზობთ, ასევე შეეძლოთ დაგვეხმარონ გაძლიერებაში,- აღნიშნა ზელენსკიმ.