პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა რუსეთის დახმარებად შეაფასა.
ამის შესახებ სიკორკსიმ Х-ზე განაცხადა.
სიკორსკის თქმით, მოსკოვი ორბანს მხარს უჭერს, რადგან ის ევროკავშირს საბოტაჟს უწევს და უკრაინისთვის სანქციებსა და დაფინანსებას ბლოკავს.
„ასე რომ, ვინც ორბანს უჭერს მხარს, მოსკოვს ეხმარება. ეს მართლაც ასე მარტივია“, - განაცხადა სიკორსკიმ.
მანამდე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი უნგრეთში ვიზიტისა და 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური მხარდაჭერის გამო.