აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და G7-ის სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საჯაროდ გაცვალეს შენიშვნები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომთან და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.
როგორც რუბიომ აღნიშნა, რუსეთი ამჟამად საკუთარ ომზეა კონცენტრირებული და არა ირანისთვის მხარდაჭერის გაწევაზე.
„ამერიკას სთხოვენ დახმარებას ომში, რომელიც სხვა კონტინენტზე მიმდინარეობს, უკრაინაში და ჩვენ სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მეტი გავაკეთეთ, მაგრამ როცა აშშ-ს დასჭირდა დახმარება, დონალდ ტრამპს დადებითი პასუხი არ მიუღია“, – განაცხადა რუბიომ.
ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან შეუერთდნენ ჰორმუზის სრუტის დაცვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საომარი მოქმედებები შეწყდება.
გარდა ამისა, ევროპაში ამერიკულმა ბაზებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სამხედრო ოპერაციებში და ზოგიერთი ევროპული ბაზა უზრუნველყოფდა ლოჯისტიკურ მხარდაჭერას.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა გაიხსენა, რომ ირანმა ადრე რუსეთს დრონები მიაწოდა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.
„მაგრამ ჩვენ ასევე ვნახეთ ის მხარდაჭერა, რომელსაც რუსეთი ირანს უწევს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტში“, - თქვა მან.
ამის საპირისპიროდ, რუბიომ განაცხადა: "რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა თქვა, რომ ირანის ომი არ არის ევროპის ომი. არც უკრაინა არის ამერიკის ომი და მაინც ჩვენ სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მეტი გავიღეთ ამ ბრძოლაში. ეს იქნება ის, რასაც პრეზიდენტი მომავალში გაითვალისწინებს“.