აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დროებითი ნებართვა მისცა ინდოეთს, შეისყიდოს რუსული ნავთობი. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის განცხადებით, საწვავის კრიზისის გამო, რომელიც ირანში მიმდინარე ოპერაციამ გამოიწვია, ინდოეთს 30 დღის განმავლობაში ექნება რუსული ნავთობის შეძენის უფლება.
მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო „განზრახ მოკლევადიანი ზომა, რომელიც რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან სარგებელს არ მოუტანს“, რათა უზრუნველყოს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გადინება ირანთან ომის ფონზე.
კერძოდ, ინდოეთი რუსული ნავთობის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ის უკვე ზღვაშია. ბესენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ინდოეთს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ნიუ-დელი ამერიკული ნავთობის შესყიდვებს გაზრდის.