უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა, სადაც განაცხადა, რომ რუსები გაზაფხულზე იქ შეტევისთვის ემზადებიან.
ზელენსკიმ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკივკაში, შეყვარებულების ძეგლის ფონზე არის გადაღებული.
მან მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, რომლებიც ამ მიმართულებაზე იბრძვიან.
„დრუჟკივკა, კრამატორსკი, სლავიანსკი და ჩვენი სხვა ქალაქები. რუსები ომზე უარს არ ამბობენ და აქ, დონეცკში, გაზაფხულისთვის შეტევას ამზადებენ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიცია მტკიცე იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ბრიგადები სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. ბიჭები მაგრად არიან. და ზუსტად ასე გააგრძელებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დიპლომატია და ჩვენი ხალხი გაძლებს. ბოროტება უნდა შეჩერდეს. დონბასში უკრაინელები სწორედ ამას აკეთებენ. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას! მადლობა ყველას, ვინც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ვინც სიცოცხლეს იცავს. დიდება ჩვენს ჯარისკაცებს! დიდება უკრაინას!“ - თქვა ზელენსკიმ.