ისრაელის შეფასებით, იერიშების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას Channel 12 სრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელი ინფორმაციის საბოლოო დადასტურებას ელოდება.
მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის შეფასებით, ხამენეი „სულ მცირე დაშავდა“ და ეს დასკვნა არ ეფუძნებოდა დანგრეული რეზიდენციის თანამგზავრულ ფოტოებს, არამედ ანონიმური წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას.
ასევე მედია აღნიშნავს, რომ იგეგმება ხამენეის მიმართვის გავრცელება. თუმცა მედიის თანახმად, თუ ეს მოხდება, შესაძლოა, ის წინასწარ გაკეთებული ჩანაჭერი იყოს.