შაბათს, 24 ოქტომბერს, მოიერიშე დრონებმა რუსეთის ქიმიურ ქარხანა „ომსკი კაუჩუკზე“ მიიტანეს იერიში. საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
დარტყმის ამსახველი ვიდეო OSINT-ანალიტიკოსებმა პროექტ Exilenova+-ის არხზე გამოაქვეყნეს. იუწყება უკრაინული მედია.
დრონების დარტყმის შედეგად ქარხნის სამრეწველო ზონაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შესახებ ასევე განაცხადა რუსეთის ომსკის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი ხოცენკომ.
OSINT-ანალიტიკოსმა Dnipro Osint-მა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, დარტყმები ორ საწარმოო დანადგართან დაფიქსირდა. უკრაინიდან აღნიშნულ საწარმომდე მანძილი დაახლოებით 2 500 კილომეტრია.
„გეოლოკაციის წინასწარი შედეგების მიხედვით, დარტყმები დაფიქსირდა D-3 დანადგარის (მეთილ-ტერტ-ბუტილეთერის წარმოება) და D-5 დანადგარის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - წერს Dnipro Osint.