ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, დემოკრატიული სტანდარტებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას შედეგები მოჰყვება.
"დემოკრატიული სტანდარტებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას შედეგები მოჰყვება.
ევროკომისიამ 12 თვით შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ევროკავშირის ვიზების შეჩერების მექანიზმის პირველი გამოყენებაა," - წერს მარგუს ცაჰკნა.