თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ ამერიკას ირანთან ხანგრძლივი ომის საწარმოებლად „საკმარისზე მეტი“ იარაღი აქვს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს იმაზე მეტი შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ წარმატებით დაასრულოს ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“, არამედ ბევრად შორსაც წავიდეს", - აღნიშნა ლევიტმა.
პრესმდივანმა ასევე ხაზი გაუსვა ამერიკული სამხედრო რესურსების გლობალურ განაწილებას: „ჩვენ გვაქვს იარაღის მარაგები ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებაც ამ ქვეყანაზე ბევრმა არც კი იცის.“