თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ესპანეთი დათანხმდა აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტით დაიმუქრა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აშშ-ს ირანში ოპერაციის ფარგლებში სამხედრო ბაზების გამოყენება აუკრძალა.
ლევიტის თქმით, ესპანეთმა ტრამპის გზავნილი „მკაფიოდ და ნათლად“ მოისმინა.
მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ოპერაციაში ყველა ევროპელი მოკავშირისგან თანამშრომლობას ელის.
პარალელურად, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლევიტის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ესპანეთის ხელისუფლების პოზიცია უცვლელი რჩება.
„კატეგორიულად უარვყოფ ნებისმიერ ცვლილებას... ჩვენი პოზიცია ბაზების გამოყენებასთან, ახლო აღმოსავლეთში ომთან, ირანის დაბომბვასთან დაკავშირებით საერთოდ არ შეცვლილა“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა.