ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ამის შესახენ ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე წერს.
„აქცენტს საერთო პრიორიტეტებზე ვაკეთებთ: უკრაინის მხარდამჭერი სესხის მიღება და სანქციების მე-20 პაკეტის მიღება. განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფართო გავლენა ენერგიის ფასებზე, ენერგოუსაფრთხოებასა და თავდაცვითი მასალების ხელმისაწვდომობაზე“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.