კატარმა თეირანის მიერ სპარსეთის ყურეში შეტევების საპასუხოდ ირანზე დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ისრაელის მე-12 არხი დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ისრაელელმა მაღალჩინოსანმა საზოგადოებრივ მაუწყებელ Kan-ს განუცხადა, რომ ისრაელი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთი გუშინდელი თავდასხმის შემდეგ, ირანს მალე დაარტყამს.
სპარსეთის ყურის ქვეყნებს ჯერ საჯაროდ არ განუხორციელებიათ რაიმე შეტევითი ქმედება აშშ-ისრაელის მიმდინარე დაბომბვის კამპანიაში, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ირანის თავდასხმები ჩაჭრა.