არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობებით, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დაწყებიდან, მათი ქვეყნის მიმართულებით 186 რაკეტა ისროლეს.
მათგან 172 ჩამოაგდეს, 13 ზღვაში ჩავარდა, ერთი კი - არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე.
ჩამოგდებულ რაკეტებს შორის რვა ფრთოსანი რაკეტა იყო, რომელთა ნამსხვრევები არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, 68 კი მსუბუქად დაშავდა, სამოქალაქო ობიექტები დაზიანდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ირანის მიერ გაშვებული დრონების რაოდენობამ 812-ს მიაღწია. მათგან 755 ჩამოაგდეს, რომელთაგან 57 ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდა.