უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთ მიმართულებაზე რუსეთის სისუსტე შესამჩნევია.
„ჩვენ ზოგიერთ მიმართულებაზე რუსების სისუსტეს ვგრძნობთ. ეს ისეთი ახალი შეგრძნებაა. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, ვიფიქროთ, რომ მტერი დანებდა, ვიფიქროთ, რომ ნაკლებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პორადი შემადგენლობის თვალსაზრისით ისინი ცოტა დასუსტდნენ არიან. ჩვენი აზრით, მათ დიდი პრობლემა აქვთ პირად შემადგენლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინას ასევე „აქვს გამოწვევები პირად შემადგენლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ბიჭებისა და არმიის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსული დრონები ამჟამად გამოწვევას წარმოადგენენ, რადგან იხელს უშლიან ლოჯისტიკას და ქმნიან „სასიკვდილო ზონებს“, რაც ხელს უშლის ტექნიკას გადაადგილებაში.