ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, ირანის რეჟიმის 49 უმაღლესი რანგის ლიდერია მოკლული. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი X-ზე წერს.
„ირანის რეჟიმის 49 უმაღლესი ლიდერი, მათ შორის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, უკვე წაიშალა დედამიწის პირისაგან ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ პირველი დარტყმების შედეგად“, - განაცხადა ლევიტმა.
მისი თქმით, ტერორისტების მოკვლა ამერიკისთვის კარგია“,
„47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმი აქტიურად და განზრახ ხელს უწყობდა ამერიკელების მკვლელობას, სკანდირებდა „სიკვდილი ამერიკას“ და აფინანსებდა სხვა სისხლისმსმელ ტერორისტებს, რომლებიც ცდილობდნენ შეერთებული შტატების და მთელი დასავლური ცივილიზაციის განადგურებას. წინა ამერიკელი ლიდერები ძალიან სუსტები და მშიშრები იყვნენ იმისთვის, რომ რამე გაეკეთებინათ. ახლა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელების სიკვდილში პასუხისმგებელ პირებს პასუხს აგებინებს.
მათი სასტიკი თავდასხმები და მუქარა საბოლოოდ დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს.
ამერიკა გაიმარჯვებს - ტერორისტები დამარცხდებიან“, - წერს ლევიტი.