CNN-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ელოდა, რომ ირანი საპასუხო დარტყმებს განახორციელებდა რეგიონის არაბული ქვეყნების, განსაკუთრებით ბაჰრეინის, იორდანიის, ქუვეითის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ და ამას აშშ-ის დარტყმების შემდეგ „ყველაზე დიდი სიურპრიზი“ უწოდა.
ირანის საპასუხო თავდასხმების კონტექსტში, ტრამპმა თქვა: „ჩვენ გაკვირვებულები ვიყავით“.
„ჩვენ მათ (ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს) ვუთხარით: „ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას“ და ახლა მათ ბრძოლა სურთ. ისინი აგრესიულად იბრძვიან. ისინი ნაკლებად უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი, მაგრამ ახლა დაჟინებით მოითხოვენ მონაწილეობას“, - აღნიშნა მან.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე არაბული ქვეყნების ლიდერებს „ძალიან სასტიკი ხალხი“ უწოდა.
ირანის მიერ ამ ქვეყნებზე თავდასხმებთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა: „ეს ალბათ ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო“.
ტრამპი ირანის ბირთვულ საფრთხეს რეგიონში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევს.
„უნდა გესმოდეთ, რომ ისინი წლების განმავლობაში ამ ბნელი ღრუბლის ქვეშ ცხოვრობდნენ. სწორედ ამიტომ არასდროს გქონდათ მშვიდობა“, - თქვა ტრამპმა.