აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია შესაძლოა ოთხ კვირამდე გაგრძელდეს.
ამის შესახებ ტრამპმა Daily Mail-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი ვარაუდით, ამას დაახლოებით ოთხი კვირა დასჭირდება. ეს ყოველთვის ოთხკვირიანი პროცესი იყო, ამიტომ, მიუხედავად ყველა სიძლიერისა, ეს დიდი ქვეყანაა, ამას ოთხი კვირა ან ნაკლები დასჭირდება.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. იცით, გარდა იმისა, რომ ჩვენ მათი მთელი ხელმძღვანელობა გავანადგურეთ - გაცილებით მეტი, ვიდრე გვეგონა. როგორც ჩანს, 48 ადამიანი“, - თქვა მან.
ტრამპის თქმით, ის ესაუბრა ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, იორდანიის და „რამდენიმე სხვა ქვეყნის“ ლიდერებს.
გავრცელებულ ვნობაზე, რომ საუდის არაბეთმა, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ დარტყმები მიიტანოს, მას შემდეგ, რაც თავად გახდა სამიზნე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ისინი იბრძვიან, ისინიც იბრძვიან“.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ირანში დემოკრატია განვითარდება აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების დასრულების შემდეგ.
„დიახ. ძალიან საინტერესო იქნება მისი ყურება, მაგრამ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ბევრი რამ შეიძლება ძალიან პოზიტიური იყოს“, - თქვა ტრამპმა.