მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ პედაგოგიკისა და STEM სპეციალობებზე მიღება შეეძლებათ, უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე ეხმაურება.
„უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონომიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე მოაგვარეს.
გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!
p.s. საბჭოები ახლა იკრიბებიან," - წერს ნინო დობორჯგინიძე.