„გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის გადადებას ითხოვს - შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ბერდია სიჭინავამ დააყენა.
სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა.
ამ მომენტისთვის პლენუმი აღნიშნულ შუამდგომლობაზე სამსჯელოდ სათათბიროდაა გასული.
"მოპასუხე მხარეს უფლება აქვს ერთი თვის ვადით მოითხოვოს ამ საქმის გადადება, რომ თავისი პირველადი შესაგებელი წარმოადგინოს დ შემდეგ ეს ჩაითვლება გონივრულ ვადად იმისთვის, რომ მოემზადოს. ფაქტობრივად 13 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე 6-7 დღეა სულ და თქვენ დაიწყეთ საქმის ზეპირი განხილვა, რაც მე ვფიქრობ რომ პროცედურურლი სამართლიანობის პრინციპის დარღვევაა ჩვენთან მიმართებით, იმიტომ, რომ მოპასუხე მხარეს, რომელიც ბოლოს არის დამატებული ამ სარჩელში, არ მიეცა გონივრული შესაძლებლობა ამ საქმის მომზადებისთვის. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენი უფლებები იქნება დარღვეული და გთხოვთ პლენუმს, გადადოთ სხდომის განხილვა მინიმუმ იმ ვადით, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა იმ ვადაში, რაც არის გათვალისწინებული, მოგვეცეს შესაძლებლობა რომ წარმოვადგინოთ შესაგებელი და შემდეგ უკვე ახსნა-განმარტებით ეტაპზე გავაგრძელოთ საქმის განხილვა", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.