ივანიშვილმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "ტვ პირველს" განუცხდა.
"იცით რა არის? - მე საჯარო პოლიტიკაში ახლა დიდი ხანია არ ვარ და არ მაქვს გეგმაში გავაკეთო კომენტარი. კი, მე ვთვლი, რომ ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. გითხარით, კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ თუ მაინც გინდათ, მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ნამდვილად არ ცდება ივანიშვილი თავის გადაწყვეტილებებში არასდროს... სწორი გადაწყვეტილება იყო ძალიან," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ", - განუცხადა ტიკარაძემ "ტვ პირველს" სატელეფონო ინტერვიუში, შეკითხვაზე "სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა ივანიშვილმა ღარიბაშვილის ციხეში გაშვებით".