უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის დაკავება„ხაზს უსვამს შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტ ლიდერობას“. ამის შესახებ სიბიჰა Х-ზე წერს.
„ატლანტის ოკეანეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის დაკავება შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე ლიდერობას უსვამს ხაზს. ჩვენ მივესალმებით რუსეთთან ურთიერთობის ასეთ მიდგომას: მოქმედება და არა შიში. ეს ასევე ეხება სამშვიდობო პროცესს და მდგრადი მშვიდობის დამყარებას“,- აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე დასძინა, რომ ასეთი თამამი მიდგომა ასევე აქტუალურია სამშვიდობო პროცესისთვის და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის.