სერჟ სარგსიანსაც[(სომხეთის მესამე პრეზიდენტს] არ ჰქონდა წასვლის განზრახვა, თუმცა იძულებული გახდა წასულიყო, იგივე ეხება კტრიჩ ნერსისიანსაც [სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II], ის იძულებული იქნება წავიდეს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 8 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამბობენ, რომ კტრიჩ ნერსისიანს წასვლა არ აქვს განზრახული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან აზრი შეცვალოს. არავის სურს წასვლა“, - აღნიშნა მან.
ფაშინიანმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ ამას ყოველგვარი არეულობის გარეშე და „ქრისტიანული ტოლერანტობითა და სიყვარულით აღშავსე“ გააკეთებს.