უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში დიქტატორებთან მოქცევის მკაფიო მიმართულება აჩვენა და „იცის, რა უნდა გააკეთოს შემდეგ“.
ზელენსკიმ ამის შესახებ კიევში გამართულ ბრიფინგზე დასავლელი ლიდერების მრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ვენესუელაზე? რა შემიძლია ვთქვა. თუ შეიძლება დიქტატორებს ასე მოექცე, მაშინ აშშ-მა იცის, რა უნდა გააკეთოს შემდეგ", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.