თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ 21 წლის მათე დევიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. ჩახნაშვილის განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, უცვლელი დარჩა.
განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია.
20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
12 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ახალგაზრდას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.