თბილისში, ისნის მეტროს მიმდებარედ ხანძარი იყო. ვიდეო სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა
კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი "არქის" კორპუსის ერთ-ერთ სართულზე საცხოვრებელ ბინას უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. მათი თქმით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.