აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
მსვლელობას ასევე შეუერთდნენ ქალები, რომლებმაც ევროკავშირის საელჩოსთან აქცია გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით ფილარმონიასთან მივიდნენ.
ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი: "რეჟიმი გვწამლავს", "ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება".
მსვლელობას მიჰყვება საპოლიციო ძალაც. დღეს უწყვეტი პროტესტის 381-ე დღეა.