ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2019 წლის 20 - 21 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე მოიგო.
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა/ეფექტური გამოძიების არარსებობა) ორივე ასპექტის დარღვევას 26 განმცხადებლიდან 24-ის მიმართ; მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევას 14 განმცხადებლის მიმართ; მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევას 11 განმცხადებლის მიმართ; და 38-ე მუხლის (საქმის განხილვის დროს ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის ვალდებულების) არარსებობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო ჯეროვანი და სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება აქციის დაშლის ეპიზოდებზე, რითაც დაირღვა წამების აკრძალვის პროცედურული ასპექტი. ასევე სპეცრაზმის მიერ გამოყენებული საშუალებები არის პრობლემური, რამაც განაპირობა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებათა ნორმების შებოჭვა.
ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მესამე - წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი.
ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივანთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-10 - გამოხატვის თავისუფლების მუხლი.
ერთხმად დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება) და უარყოფს მთავრობის პრეტენზიას, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები შეუთავსებელია ამ საჩივრების არსებით ნაწილთან.
ერთხმად დადგინა, რომ სახელმწიფოს არ დაურღვევია კონვენციის 38-ე მუხლით დაცული - სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლება.
როგორც საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლომ ყველა არსებით საკითხთან დაკავშირებით მომჩივნების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა.
დაზარალებულთა უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია და EHRAC იცავდა.
სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 26 მომჩივნის მიმართ ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.
ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს დიდმა პალატამ ყველა არსებით საკითხთან დაკავშირებით მომჩივნების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. დადგინა, რომ დაირღვა კონვენციით გარანტირებული უფლებები. ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გაუსვა ხაზი, როგორიცაა სპეციალური საშუალებების - რეზინის ტყვიების გამოყენების ის პრაქტიკა, რომელი იყო სახეზე და თქვა, რომ ასეთი პრაქტიკა და საკანონმდებლო რეგულაციების ნაკლოვანებები იყო მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს არა მარტო მომჩივნებთან მიმართებით არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ეს ასევე ქვეყნისთვისაც არის მნიშველოვანი, განსაკუთრებით შეკრება მანიფესტაციების უფლების დაცვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ დიდი პალატის ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს სრულად", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
2019 წლის 20 - 21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენით მიმდინარე წლის 26 თებერვალს განიხილა.