"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ აქციის ორგანიზაციულ საკითბეში ჩართული არ ყოიფლა.
"ვოცნებობ იმ მასშტაბის პოლიტიკოსი ვიყო, რომ 100 ათასი კაცის ორგანიზება შევძლო, ამაყი ვიქნებოდი რომ შემეძლოს" - თქვა მან პროცესზე.
"მართლა არაფერი ვიცოდი და მიხაროდა. რამე რომ გაეთქვა ვინმეს ყველას ეცოდინებოდა, რომ მე არ ვიყავი. ახლაც საკანშიც მშვიდად მძნავს, რადგან თუ ვინმემ ვინმეს უღალატა, მე არ ვყოფილვარ. არაფერი ვიცოდი.
ეს ბრალი, რაც წაყენებული მაქვს, გადაჭარბებულია. მგონია რომ უსამართლოა ეს ყველაფერი. იურისტი ვარ და დავასაბუთებ. ერთადერთი მტკიცებულება არის ვიდეო პერფორმანსი და შეიძლება იქ არც ვყოფილიყავი. მითხრეს, შეგიძლია მოხვიდეო და მივედი, ჟურნალისტებს ველოდები. ერთი გოგო მოდის ფოტოს იღებენ და მოდიო. კი არ ვემიჯნები არავის, მინდა სწორად გაიგოთ, უბრალოდ არ ვიყავი ამ ჯგუფის წევრი.
მართლა ვიოცნებებდი, მე პაატა მანჯგალაძე ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, 100 ათასი კაცი შევკრიბო. ზვიად გამსახურდიასავით, მერაბ კოსტავასავით დავუძახო ხალხს და 100 ათასი კაცი გამოვიდეს. არც კი შევკრებივათ, კაცო. ორგანიზება კი არა, ხაჭაპური არ გვიჭამია ერთად“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძე.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: სოციალურ ქსელიდან