აქცია-მსვლელობა სლოგანით - “რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება” მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტთან დაბრუნდა.
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
მანამდე აქცია-მსვლელობა, სლოგანით “რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება” რომელიც ფილარმონიიდან დაიწყო, პარლამენტთან მივიდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ ენდობიან ადგილობრივ გამოძიებას და სინამდვილის გასარკვევად, საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის წინ, ერთი პირი გიორგი მელითაური დააკავეს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან ისმის შეძახილები "რუსებო".
მომიტინგეებმა ასევე, დაწვეს ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით პლაკატი.