"რეჟიმი გვწამლავს! ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება!"- ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დღევანდელი მსვლელობა „მიმართულია რუსული რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების ქიმიური იარაღით მოწამვლის წინააღმდეგ“.
მათი თქმით, ისინი არ ენდობიან ადგილობრივ გამოძიებას და სინამდვილის გასარკვევად, საერთაშორისო გამოძიებას ამ მოტივით ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ ბანერები წარწერებით: “გაზით დახუთული სიჩუმე”, “ჰაერი ჩაგვიხშეთ, მაგრამ სიმართლეს ვერ ჩაახშობთ”, “მშვიდობიანი პროტესტის დარბევა ქიმიური იარაღით უპატიებელი დანაშაულია”.