"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ექსპერტების, მოწმეების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დაშინების ტალღით" - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International განცხადებას ავრცელებს.
Amnesty International-ი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც "ოცნებამ" მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად სავარაუდოდ ქიმიური ნაერთი გამოიყენა.
"Amnesty International ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ექსპერტების, მოწმეების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დაშინების ტალღით, BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების შედეგების შემდეგ, რომლებიც მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენა მავნე და პოტენციურად აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ," - წერია განცხადებაში.