დიდმა ბრიტანეთმა გამოაქვეყნა ოფიციალური ანგარიში 44 წლის დონ სტურჯესის გარდაცვალების საქმეზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაკვეთილი გამოძიების შედეგების შესახებ. იუწყება Reuters.
ის 2018 წელს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სუნამო Nina Ricci-ის ფლაკონში არსებული მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ სხეულზე დაიტანა.
ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადრე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსი დაზვერვის ოფიცრები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის სახელებით ჩავიდნენ, ამ ფლაკონის გამოყენებას სერგეი სკრიპალის მოსაწამლად გეგმავდნენ.
დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ენტონი ჰიუზის მიერ მომზადებული ახალი ანგარიშის თანახმად, „სერგეი სკრიპალის მკვლელობის ოპერაცია უმაღლეს დონეზე უნდა ყოფილიყო დამტკიცებული პრეზიდენტ ვლადიმორ პუტინის მიერ“ და, შესაბამისად, მას სტერჯესის სიკვდილზე „მორალური პასუხისმგებლობა“ ეკისრება.
„არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ეს იყო რუსეთის სახელმწიფოს თავდასხმა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა ახალი სანქციები რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს წინააღმდეგ.
თავად ორგანიზაცია, მის 11 სავარაუდო თანამშრომელთან ერთად, სიას დაემატა. რუსეთის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში ანდრეი კელინი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი 2006 წელს გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს. 2010 წელს იგი რუსეთიდან პატიმრების გაცვლის ფარგლებში გააძევეს.
2018 წელს სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, თუმცა ისინი გადარჩნენ.
ბრიტანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა რუსმა დაზვერვის ოფიცერმა სკრიპალების სახლის კარის სახელურს „ნოვიჩოკის“ საწამლავი წაუსვა, რომელიც სუნამო Nina Ricci -ის ფლაკონში“ იყო მოთავსებული.
საქმე სასამართლოში არ განხილულა. რუსეთმა ინციდენტში რაიმე სახის მონაწილეობა უარყო.
დონ სტარჯესი ივლისში გარდაიცვალა, სკრიპალების მოწამვლიდან ოთხი თვის შემდეგ.
მისმა პარტნიორმა საქველმოქმედო ყუთში Nina Ricci-ს ფლაკონი იპოვა მას შემდეგ, რაც ის რუსმა აგენტებმა გადააგდეს.