ალეკო ელისაშვილი ძებნილია რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით, ისევე როგორც აქ მას საჯაროდ, კამერების წინ ნაცემი ჰყავს მამუკა მდინარაძე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. კუპრაძე საქალაქსო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესზე დასასწრებად მივიდა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილი 28 ნოემბერს ნახა, ფაქტთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
„ალეკო ელისაშვილის შესახებ სამი რამ ვიცი: პირველი - ის რუსეთის რეჟიმისა და პუტინის მიერ ტერორიზმის მუხლით არის ძებნილი. მეორე - ის პატრიოტი მოქალაქეა და მესამე - მას საჯაროდ, კამერების წინ ნაცემი ჰყავს მამუკა მდინარაძე და როგორც „ქოცი“ სუბიექტი, არის ბოღმიანი და შურისმაძიებელი. ჩვენ პროცესს ბოლომდე დავაკვირდებით და მივყვებით.
ჩვენ გვჭირდება ალეკოსგან მეტი კომუნიკაცია და დეტალების ცოდნა. ის ძებნილია რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით, ისევე როგორც აქ. ამის მიღმა ჩადენილი აქვს თუ არა რაიმე ტიპის ქმედება, ამას საქმე წარმოადგენს, მაგრამ ქმედება პარტიულად ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა ამის მიღმა ივანიშვილის რეჟიმი სასოწარკვეთაში აგდებს ადამიანებს და მათ სასოწარკვეთილი ქმედებისკენ უბიძგებს, თუ მისი ქმედება დადასტურდება. მე მასთან კომუნიკაცია იმ დღეს, დაღამებამდე მქონდა, ოფისში. ჩვენ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ გვქონია“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.