პარტია "თავისუფლების მოედნის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ რუსთაველის გამზირზე მოშიმშილეებს მიმართა და სთხოვა შიმშილობა შეწყვიტონ.
"მინდა გთხოვოთ, აქ უკან შიმშილობენ ჩვენი თანამოქალაქეები, მე მინდა მათ ბოდიში მოვუხადო იმიტომ, რომ რასაც ახლა ვიტყვი მათთან არ შემითანხმებია, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი გვჭირდება ჯანმრთელები, ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ჩვენ გავიგეთ მათი სათქმელი, ეს მთავრობა, ეს პარტია ["ქართული ოცნება"] ამას ვერ გაიგებს, ამიტომ მინდა ვთხოვო გამოვიდნენ ამ შიმშილობის რეჟიმიდან და დადგნენ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში. ჩვენ ისინი გვჭირდება ჯანმრთელები, ძლიერები და ბრძოლისუნარიანები," - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, უკვე 34 დღეა 8 ადამიანი პარლამენტთან შიმშილობს.