თსუ-დან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები. ასევე, აქტივისტები და მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებს საქართველოს, ამერიკის, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები და საპროტესტო ბანერები აქვთ გამოტანილი.
ფილარმონიასთან აქციის მონაწილეებს მეორე მსვლელობა შეუერთდება, რომლის მონაწილეებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიძრნენ.
28 ნოემბერს 1 წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. კობახიძის განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.