კარგი იქნება, საქართველოსთან თანამშრომლობაზე ნატო-ში კონკრეტულები თუ იქნებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ქარაგმებით საუბარმა უკვე თავისი ეფექტურობა ამოწურა. კარგი იქნება, საქართველოსთან თანამშრომლობაზე კონკრეტულები თუ იქნებიან. რამენაირად უნდა გადახარშონ, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოიყვანეს. პატივი სცენ დემოკრატიას და ხალხის არჩევანს. ასევე რამენაირად უნდა შეეგუონ, რომ ომის შეწყვეტა – არ შეწყვეტა ასეთი რთული საკითხია და, რომ საქართველო მეორე ფრინტად გამოყენებული არ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისათვის, მარკ რუტემ განაცხადა: "ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი, ცხადია, მე არ ვარ გულუბრყვილო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ეს მკაფიოდ ვაცნობეთ ქართველებს. გვაქვს თანამშრომლობა მათთან. ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა თავისთავად ემსახურება მიზანს ახლა იმისთვისაც, რომ დავრწმუნდეთ, გვქონდეს არხი, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება ჩვენი წუხილის გამოხატვა".