ჟენევაში უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის „სამშვიდობო გეგმაზე“ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რამდენიმე უთანხმოება რჩება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუწყება Sky News.
პრესმდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, თუმცა რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა ამ კვირაში დაგეგმილი არ არის.
ლევიტის თქმით, ახლა უკრაინაში ომის დასრულების გადამუშავებული „სამშვიდობო გეგმა“ კვლავ უნდა წარედგინოს რუსულ მხარეს.
„არსებობს სასწრაფო აუცილებლობის განცდა. პრეზიდენტს სურს, რომ ეს შეთანხმება მიღწეული იყოს და ომი დასრულდეს,“ - აღნიშნა ლევიტმა.
ლევიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს როგორც უკრაინის, ასევე აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ლიდერებზე. ტრამპს სურს, რომ შეთანხმება „რაც შეიძლება მალე“ გაფორმდეს.