ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ ზოგიერთი ნაწილი საბოლოო არ არის და დიდი ალბათობით შეიცვლება. იუწყება CNN
აშშ-ის ანონიმ წარმომადგენლების თქმით, გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება ორივე მხარისგან - და არა მხოლოდ უკრაინისგან - დათმობებს მოითხოვს.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამჟამად განსახილველი ზოგიერთი საკითხი, მათ შორის ის, რაც, როგორც ჩანს, მოსკოვის სასარგებლოდ არის მიმართული, საბოლოო არ არის და დიდი ალბათობით შეიცვლება.
გეგმა, რომელსაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის კიდევ ერთი მცდელობაა, დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინაში.
გეგმის ზოგიერთი პუნქტი, კერძოდ, ტერიტორიული დათმობები იმ რაიონებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ კონტროლდება რუსეთის მიერ, უკრაინულმა მხარემ უკვე მიუღებლად მიიჩნია.