ჩეხეთში მატარებლების შეჯახების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
საგანგებო სამსახურების ცნობით, შემთხვევა პრაღიდან სამხრეთით დაახლოებით 132 კილომეტრში მოხდა.
როგორც ტრანსპორტის მინისტრი მარტინ კუპკა აცხადებს, ავარიის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი მატარებელი „სდექ“ ნიშანს გაცდა.
სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.