პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ, ისინი პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ და საპროტესტო მსვლელობას, უკვე რამდენიმე დღეა, სხვადასხვა ლოკაციაზე მართავენ.
სღეს მსვლელობა ქაშუეთიდან დაიწყო, აქტივისტები ჯორჯაძის ქუჩის მიმართულებით გაემართნენ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები მშრალ ხიდზე გადაადგილდებიან. პროტესტის შემდეგი მარშრუტი უცნობია. ორგანიზატორების თქმით, ისინი აქციის მონაწილეებს გზადაგზა შეატყობინებენ მსვლელობის მიმართულებას.