პარლამენტთან შეკრებილებმა საპროტესტო აქცია-მსვლელობა დაიწყეს.
მათ მსვლელობა 9 აპრილის ქუჩაზე გააგრძელეს, საიდანაც არსენას ქუჩისკენ გაემართნენ.
მარში საპროტესტო შეძახილებით გრძელდება.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები.
ფოტო: "პუბლიკა"