სტოკჰოლმში ავტობუსი გაჩერებას დაეჯახა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი პოლიცია დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
„ინციდენტის შედეგად, არიან როგორც დაშავებულენი, ისე დაღუპულები.
„პოლიცია ჯერ არ ავრცელებს ინფორმაციას მსხვერპლთა რაოდენობის, სქესის ან ასაკის შესახებ“, - ნათქვამია შვედეთის პოლიციის განცხადებაში.
ინციდენტი პიკის საათში აღმოსავლეთით, ოსტერმალმის რაიონში მოხდა.